საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვას ავრცელებს. ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ინტერვიუ ნახონ, რადგან ივანიშვილმა პირველად თქვა სიმართლე, რომ საქართველოს ეკონომიკა არ იზრდება, თუმცა ეს ყოველივე, სხვა ბანკებს გადააბრალა, როცა ყველაფრის თავი „ქართუ“ ბანკი გახლავთ.
„თავს ძალა დავატანე და ვნახე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ და თქვენც გირჩევთ, რომ ნახოთ, იმიტომ რომ ამდენი სიმართლე მას ცხოვრებაში არ უთქვამს. ამ ინტერვიუში ივანიშვილმა საკუთარი პირით აღიარა, რომ მისი მმართველობის დროს, ბოლო ექვს წელიწადში, საქართველოში სიღარიბე გაიზარდა და საქართველოს ეკონომიკა პრაქტიკულად არ იზრდება. მან აღიარა, რომ საქართველო ბანკებში დავალიანებების კუთხით პირველ ადგილზე გავიდა მსოფლიოში და გაუსწრო პრაქტიკულად ყველა ქვეყანას. საქართველოს ხალხის, მოსახლეობის შემოსავლის ბიუჯეტის მესამედი ხმარდება ბანკების ვალების მომსახურებას, იქვე მან ეს უტიფრად დააბრალა ორ სხვა ბანკს და ასევე თავის მთავრობის პაიკებს. მოდით ვნახოთ ციფრები. მართალია რომ „საქართველოს“ და „თიბისი“ ბანკები არიან მსხვილები, მაგრამ „თიბისის“ სწორედ ივანიშვილმა გადასცა უზარმაზარი ქონება, ჩემს მიერ ინიცირებულ ლაზიკის პორტში, ანაკლიაში და ასევე თბილისის ცენტრში და რის სანაცვლოდ? იმის სანაცვლოდ, რომ ივანიშვილის და კალაძის მხედველობაში მყოფი, წამგებიანი ბანკი ძვირად იყიდა „თიბისიმ“, ე.ი. ივანიშვილმა გააკეთა ფული, სამაგიეროდ „თიბისიმ“ მიიღო დიდი ქონება. მაგრამ მთავარი, რისი თქმაც დაავიწყდა ბიძინა ივანიშვილს, არის ის რომ მისი ბანკის, „ქართუს“ აქტივები ბოლო წლებში გაიზარდა, ზუსტად 4 ჯერ და რის ხარჯზე გაიზარდა? სახელმწიფო პროგრამების ხარჯზე. „ქართუ“ არის ყველაზე სწრაფად მზარდი, მევახშე ინსტიტუტი საქართველოში“, განაცხადა სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა იცრუა იმის შესახებ, თითქოსდა მას საქართველოში ბიზნესინტერესები არ აქვს, მეტიც სააკაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილისთვის უზარმაზარი შემოსავალია ხე-ტყის, ოქროს და სხვა ბიზნესებია.
„იქვე მან ილაპარაკა ბევრ თავის ქველმოქმედებაზე და თქვა, რომ ბიზნესინტერესები არ აქვს საქართველოში. დაავიწყდა ალბათ, თავის მფლობელობაში მყოფი ხე-ტყის ბიზნესი, თავისი ოჯახის ოქროს ბიზნესი და უამრავი სხვა ბიზნესები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ, სასათბურე პირობებში, უზარმაზარი შემოსავლის მომტანია ივანიშვილის ჯიბისთვის“, აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქუმსიშვილმა კი არ უნდა ირბინოს დაკითხვებზე, არამედ ივანიშვილმა, რადგან სწორედ ქუმსიშვილს აღებული ჰქონდა კრედიტი, „ქართუ“ ბანკში და ეს კრედიტი ქვეყნის ბიუჯეტით დაფარა და ივანიშვილის ჯიბეში წავიდა.
„მან ილაპარაკა ქუმსიშვილზე და კვირიკაშვილზე და დაავიწყდა თქმა, რომ კვირიკაშვილი იყო ბანკი „ქართუს“ დირექტორი, ხოლო ქუმსიშვილი არის დირექტორის მოადგილე ამ „ქართუ“ ბანკის და ეს ნიშნავს იმას, რომ მაგალითად ახლა ქუმსიშვილს ადანაშაულებენ, რომ ფული გამოჰქონდა, კრედიტი და მერე სახელმწიფოს ახდევინებდა. ეს იყო „ქართუ“ ბანკის კრედიტი და თქვენი ჯიბეების ხარჯზე, ეს კრედიტი გაუსტუმრეს „ქართუ“ ბანკს, ე.ი. მოგება მიდის ივანიშვილის ჯიბეში და ქუმსიშვილს რომ ატარებენ დაკითხვებზე, კი მაგრამ ივანიშვილია მთავარი მოგების მიმღები და ახლა ივანიშვილი ლაპარაკობს ვინმეს გადაცდომებზე და დარღვევებზე?!“ აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ივანიშვილი როდესაც ჩემზე საუბრობს, პირში წყალი უნდა გამოივლოს, აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი, რადგან მისი თქმით, მან 15 და 8 მილიარდი დოლარის ერთიანი ეროვნული პროდუქტი დატოვა და ივანიშვილმა ეს მილიონობით დოლარით შეამცირა.
„ამავე დროს არა მარტო ხალხის ვალი გაიზარდა ბანკების წინაშე, საქართველოს სახელმწიფო ვალი,ც ე.ი. ჩვენი შვილების და შვილიშვილების ვალი, ბოლო 6 წელიწადში გაიზარდა თითქმის 2-ჯერ და ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც მე მახსენებს, პირში წყალი უნდა გამოივლოს ამ კაცმა, იმიტომ რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა თითქმის 4-ჯერ და ივანიშვილის 6 წლის განმავლობაში... მე დავტოვე 15 და 8 მილიარდი დოლარის ერთიანი ეროვნული პროდუქტი, ივანიშვილის დროს 2016 წელს ეს იყო 5 მილიონით შემცირებული დოლარებში; სიღარიბე ჩემს დროს შემცირდა 2-ჯერ და ივანიშვილის დროს გაიზარდა. ერთი სიტყვით ნებისმიერი სხვა მმართველი დაიხურავდა ქუდს და წავიდოდა. ეს ურცხვად აცხადებს, რომ 2030 წლამდე აპირებს კიდევ საქართველოს მართვას ე.ი. 6 წელი ხომ არის უკვე, კიდევ 2 x 6 წელი. თქვენ არ ვიცი, მზად ხართ თუ არა, რომ ეს მოითმინოთ, მაგრამ როგორც ქვეყანა, საქართველო ამას ნამდვილად ვერ გაუძლებს და ძალიან სწრაფად გაქრება რუკიდან. ამიტომ, ჩემო მეგობრებო, ახალა როგორც არასდროს არის მოქმედების დრო, შემოდგომაზე ეს გაუგებრობა ჩვენ უნდა დავასრულოთ და საქართველო უნდა დავაბრუნოთ წარმატებულ ქვეყანათა რიცხვში და ბევრად უფრო წარმატებული უნდა იყოს, ვიდრე წარსულში და მე მაქვს თქვენი იმედი, რადგან ახალა ჩვენი ძალა ერთობაშია“, განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.