ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილის გუნდმა ქვეყნის მართვა ვერ შეძლო დიქტატურის გარეშე
24-07-2018, 23:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წელს ძალიან დიდი სიძნელეები გადავიტანეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან, აშშ-სთან, ევროპაშიც, რადგან საქართველო იქ გაფორმებული იყო დემოკრატიის შუქურად, ამ დროს სააკაშვილი გამალებულად დიქტატურას აშენებდა, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის ეთერში.

 


როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, სააკაშვილის გუნდმა ქვეყნის მართვა ვერ შეძლო დიქტატურის გარეშე.

 


„დემოკრატიულობაზე და დემოკრატიზაციაზე სააკაშვილის გუნდი ყველაზე მეტს საუბრობდა. სურვილი არ ჰქონდათო, ვერავინ იტყვის, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს. უნიათოს რომ ეძახიან „ქართულ ოცნებას“ და დღევანდელ ხელისუფლებას, უნიათობა მაშინ იყო. მათ ვერ მოახერხეს იმ მეთოდებით მართვა, თორემ სააკაშვილი გარეთ აფორმებდა ამას. მას სურვილი დიდი ჰქონდა. დემოკრატიულობით ამაყობენ ქვეყნები და ამაყობენ პიროვნებებიც, ვინც მონაწილეობას იღებს ამ პროცესში. ჩვენ ხელისუფლებაში რომ მოვედით, პირველ წელს, ძალიან დიდი სიძნელეები გადავიტანეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, აშშ-სთან, ევროპაშიც, რადგან იქ გაფორმებული იყო საქართველო დემოკრატიის შუქურად. ამ დროს სააკაშვილი გამალებულად დიქტატურას აშენებდა. სხვანაირად მართვა მაგ კაცმა და მაგ გუნდმა ვერ შეძლეს, თუმცა სურვილი რომ ჰქონდათ, ეს ჩანს მათივე შეფუთულით, მოტყუებული ინფორმაციით ევროპაში და ამერიკაში, მაგრამ ვერ მოახერხეს და ვერ შეძლეს. ნათლად ჩანდა, რომ გზა მათი იყო დიქტატურისკენ“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში - „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი