ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს აფასებს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბოლო ინტერპრეტაცია, რაც ზურაბიშვილმა აგვისტოს ომზე ისაუბრა მისთვის მისაღები იყო.
„იყო პირველი განცხადება, რომელიც ინტერპრეტირების საშუალებას იძლეოდა სხვა მიმართულებით, ამის შემდეგ იყო სხვა გამოსვლები, სადაც სხვა კონკრეტული ინტერპრეტაცია მოვისმინეთ ქალბატონი სალომეს მხრიდან. ვფიქრობ, რომ ეს ბოლო ინტერპრეტაცია იყო ჩვენთვის მისაღები, რადგან ზუსტად ასახავდა პროცესების იმ განვითარებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს. თუმცა მე არ გავაღრმავებდი ამ თემას, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, ყველა კანდიდატს შეუძლია, თავისი მოსაზრება გამოთქვას, ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.