სალომე ზურაბიშვილი: „ომი რომ რუსეთმა დაიწყო - ფაქტია და თუ ეს ამ ქვეყანაში ვინმემ არ იცის, ეს პრობლემაა“
12-08-2018, 11:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი „შაბათის ქრონიკის“  ეთერში აცხადებს, რომ რუსეთი საუკუნეების მანძილზე ცდილობს საქართველოს დამოუკიდებლობა დააკარგვინოს, მაგრამ 2008 წლის ომის თავიდან აცილება საქართველოს შეეძლო. მისივე თქმით, ბოლოდროინდელი გაუგებრობა იმის შესახებ, რომ თითქოს მან საქართველო დაადანაშაულა ომის დაწყებაში, „აბსურდი და თითიდან გამოწოვილი ამბავია“.

 

 

„რუსეთსა და საქართველოს შორის ომი საუკუნის წინ დაიწყო და ამის პირველი მსხვერპლი ვართ მე, ჩემი ოჯახი, ყველა ემიგრანტი და იუნკერები. მთელი ჩემი ცხოვრება გატარებული მაქვს ემიგრაციაში. დაწყებული მე-19 საუკუნიდან, რუსეთის მიერ ეკლესიების, ჩვენი ფრესკების გადათეთრებით, - ყველა ამაში ვართ ჩაფლული.

 

 

გააჩნია, როგორ ვითვლით; ეს ომი დაწყებულია ან 1783 წლიდან, ან 1801 წლიდან, ან 1921 წლიდან. ესაა რუსეთის იმპერიალიზმის საუკუნოვანი ომი საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ჩვენ დამოუკიდებელი საქართველოს დროშას ვატარებდით ემიგრაციაში, როცა აქ, პირობებიდან გამომდინარე, არავინ იცოდა რა იყო სამფეროვანი დროშა და მისი არსის დაცვა. სტალინის ტოტალიტარული იმპერია ყველას უკვდავი ეგონა და ამბობდნენ, რომ ამას არაფერი არ შეცვლიდა. ამ აზრთან არშეგუება იყო ის, რისთვისაც ჩვენ ვცხოვრობდით. ამიტომ აბსურდია ეს ყველაფერი. ომი რომ რუსეთმა დაიწყო - ფაქტია და თუ ეს ამ ქვეყანაში ვინმემ არ იცის, ეს პრობლემაა.

 

 

რა მოხდა 2008 წელს, ეს უნდა ვკითხოთ ყველა პრეზიდენტს, იმიტომ, რომ ჩვენთვის არსებითი კითხვაა. იმის ფიქრი, რომ შეიძლება, ეს საფრთხე ხვალ არ გამეორდეს, აბსურდია. პრეზიდენტის მოვალეობაა, ამ ქვეყანას ააცილოს ასეთი საფრთხე, რათა არ დაიკარგოს ახალი ტერიტორიები და ყველაფერი იღონოს თავის პარტნიორებთან ერთად, რომ ეს არ მოხდეს. რუსეთი ყველანაირ პირობას ქმნიდა იმისთვის, რომ ომი დაწყებულიყო, მაგრამ ამის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ამას გვეუბნებოდნენ პარტნიორებიც და ამისთვის გვეხმარებოდნენ კიდეც. თუნდაც იმ დროს, როცა მე ვმუშაობდი რუსული ბაზების გაყვანაზე, ვცდილობდი, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების პერიოდში, შევხვედროდი ევროპელ პარტნიორებსაც, რადგან ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანას, ამ ურთულეს რეგიონში, არ გვაქვს უფლება, არ ვიყოთ თანხვედრაში სტრატეგიულ თუ არასტრატეგიულ, - უახლოეს პარტნიორებთან. ეს იყო შემთხვევა, როცა ჩვენ დავრჩით მარტო, - ჩვენი ტერიტორიების ფასად“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი