პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უჭერს, ქართველი მოჭიდავეების ფოტოს ეხმაურება. ჩარკვიანი აცხადებს, რომ ქართველ მოჭიდავეებს არჩილ ტატუნაშვილის უნდა მორიდებოდათ და მაისურები რუსეთის დროშის გამოსახულებით არ უნდა ჩაეცვათ.
„ზუსტად იმ ტატუნაშვილის უნდა მოგერიდოს და ამიტომ არ უნდა ჩაიცვა ის დროშა. მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ჩვენს ხელისუფლებას მაინც თვალი უჭირავს რუსეთისკენ, უბრალოდ ხმამაღლა ვერ ამბობს, იმიტომ, რომ ხალხის დამოკიდებულება იციან მრავალგზის გამოკითხვით. ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ სასწრაფოდ რაღაც უნდა შეიცვალოს ქვეყანაში, რომ კონკურენციის რეჟიმში ვამყოფოთ დღევანდელი ხელისუფლება, ამუშავდება ოკუპაციის კანონიც“, განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.