საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით ჩართული კინორეჟისორი გიორგი შენგელაია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მას დაუჭერს მხარს და არა სხვა, რომელიმე კანდიდატს. შენგელაია საპრეზიდენტო კანდიდატად ცესკოში საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, რომელშიც მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით, პეტრე მამრაძეც შედის.
„მე ვარ დამოუკიდებელი კანდიდატი, „ოცნება“ ეძებს ახლა დამოუკიდებელ კანდიდატს და მე ვიქნები, მე ასე ვფიქრობ, „ოცნების“ დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც „ოცნება“ დაუჭერს მხარს. ბატონი ბიძინა, რომელიც არის „ოცნების“ პოლიტბიუროს თავმჯდომარე, მე უკვე ვიცი, კულუარულად, რომ ამ პოზიციას იზიარებს. მე დავესწრები „ოცნების“ პოლიტბიუროს სხდომას და იქ განვაცხადებ ჩემს პროგრამას“, განაცხადა შენგელაიამ.
უახლოეს დღეებში შენგელაია საქართველოს მასშტაბით საარჩევნო ტურნესაც დაიწყებს და ამომრჩეველს შეხვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.