სპორტის ყოფილი მინისტრი და საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი ლევან ყიფიანი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. ყიფიანი პროკურატურის შენობაში, ადვოკატთან ერთად, რამდენიმე წუთის წინ შევიდა.
მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ლევან ყიფიანი პროკურატურაში „იბერიასა" და „ომეგა ჯგუფის" საქმეზე დაიბარეს. აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში, სავარაუდოდ, ყიფიანი და „იბერიას" დაფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ფიგურირებენ.
მედიაში გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ, ყიფიანმა საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.