დაწყებულია გამოძიება, ყველაფერს დაადგენს გამოძიება. ყველანაირად ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ვითანამშრომლებთ მომავალშიც. აღნიშნული განცხადება ლევან ყიფიანმა, პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
მან თქვა, რომ ტელეკომპანია „იბერიას" გარშემო მიმდინარე მოვლენებსა და აღნიშნულთან დაკავშირებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ემიჯნება.
„ის, რაც ხდება, აბსოლუტური ბოდვაა - ვემიჯნები. ეს ვიღაცის პოლიტიკური და ფინანსური ინტერესებია, რაშიც მე მონაწილეობას ვერ ვიღებ და ვერ მივიღებ, ამას ვემიჯნები.
თხოვნა მაქვს ყველას მიმართ, განსაკუთრებით იმ ტელევიზიის მიმართ, რომლის მიმართაც არის აგორებული ეს აჟიოტაჟი - მსგავსი არაფერი არ ყოფილა, ყველაფერი არის გამოგონილი ტყუილი. ამას კიდევ ყველაფერს დაადგენს გამოძიება", განაცხადა ყიფიანმა მედიასთან საუბრისას.
ლევან ყიფიანი პროკურატურაში „იბერიასა" და „ომეგა ჯგუფის" საქმეზე იყო დაბარებული. აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში, სავარაუდოდ, ყიფიანი და „იბერიას" დაფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ფიგურირებენ.
მედიაში გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ, ყიფიანმა საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.