აფრენიდან მალევე ავარიული დაშვება განახორციელა Boeing 737 Max-მა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ორლანდოს საერთაშორისო აეროპორტში ძრავასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, განაცხადა ფედერალური სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ.
ინდონეზიასა და ფილიპინებში ბოლო 5 თვის განმავლობაში მომხდარი ორი ავიაკატასტროფის შემდეგ ამ მოდელის თვითმფრინავებით მგზავრების გადაყვანა აკრძალულია. თვითმფრინავი Southwest Airlines-ს ეკუთვნის და მას აკრძალვიდან გამომდინარე მგზავრები არ გადაჰყავდა.
Lion Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი „ბოინგ 737“, რომლის ბორტზეც 188 ადამიანი იმყოფებოდა, 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტას აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ზღვაში 30-40 მეტრის სიღრმეში ჩავარდა და ბორტზე მყოფი 188 ადამიანი დაიღუპა.
ერთი თვის თავზე კი ინდონეზიელმა გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ „Lion Air“-ის თვითმფრინავი, რომელმაც კატასტროფა განიცადა, გასაფრენად უვარგისი იყო.
მიმდინარე წლის 10 მარტს კი, ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბაბადან კენიის დედაქალაქ ნაირობიში მიმავალმა „ეთიოპიის ავიახაზების“ სამგზავრო „ბოინგ 737“-მა, რომლის ბორტზეც 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა.
სიკვდილს ამჯერადაც ვერავინ ვერ გადაურჩა. ავიახაზების წარმომადგენლის თქმით, თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.