ინდონეზიელმა გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ „Lion Air“-ის თვითმფრინავი, რომელმაც გასულ თვეს კატასტროფა განიცადა და რის შედეგადაც 189 ადამიანი დაიღუპა, გასაფრენად უვარგისი იყო.
წინასწარი გამოკვლევების მიხედვით, მანამდე განხორციელებულმა ფრენებმა აჩვენა, რომ ადგილი ჰქონდა პრობლემებს, თუმცა გამოძიებას არ დაუკონკრეტებია თუ რა სახის იყო ეს პრობლემები.
სატრანსპოტო უსაფრთხოების ეროვნულმა კომიტეტმა დაადგინა, რომ Lion Air -მა თვითმფრინავის გაფრენას მწვანე შუქი აუნთო იმის მიუხედავად, რომ მას ადრინდელი ფრენებისას პრობლემები შეექმნა.
„იმ [საბედისწერო] ფრენის დროს თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემები გააჩნდა, მაგრამ მფრინავმა გადაწყვიტა გაფრენილიყო“, განუცხადა ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს, როგორც ამას BBC იუწყება.
„ჩვენი მოსაზრებით, თვითმფრინავი უკვე აღარ იყო ვარგისი იმისათვის, რომ შემდგომი გაფრენა განეხორციელებინა“, აღნიშნა სატრანსპორტო უსაფრთხოების კომიტეტმა, თუმცა არ დააკონკრეტა ავიალაინერის ტექნიკური პრობლემები.
Lion Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, „ბოინგ 737“, რომლის ბორტზეც 189 ადამიანი იმყოფებოდა, გასული თვის ბოლოს, ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტას აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ზღვაში ჩავარდა - არც ერთი გადარჩენილი არ არის ნაპოვნი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.