(GUARDIAN.GE) - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, ირანს განსაზღვრული აქვს ურანის 20%-მდე გამდიდრება - ბირთვული ბომბის შესაქმნელად კი 90%-ია საჭირო. 2015 წელს მიღწეული შეთანხმების თანახმად თეირანს გააჩნდა ვალდებულება, რომ ურანის გამდიდრება 4%-ზე დაბალ ნიშნულზე შეენარჩუნებინა.
ირანმა ბარაქ ობამას პრეზიდენტობისას, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთის და ჩინეთის მიერ თეირანთან ერთობლივად მიღწეული შეთანხმების დარღვევა მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტი ტრამპი ევროპელი მოკავშირეების საწინააღმდეგოდ, ცალმხრივად გამოვიდა ხელშეკრულებიდან და შეერთებულმა შტატებმა მას მკაცრი ეკონომიკური სანქციები დუწესა.
ატომური ენერგიის სააგენტოს განცხადებით, ირანის მიერ მათთვის გაგზავნილ წერილში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ როდიდან დაიწყება ურანის გამდიდრება.
გასული წლის ივლისში, ირანმა გამოაცხადა, რომ 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების დარღვევის გამო ურანის გამდიდრებაზე დაწესებულ შეზღუდვას არ გაითვალისწინებს და დაიწყებს ურანის გამდიდრებას 3.67%-ზე მეტი კონცენტრაციით, რათა ბუშეჰრის ბირთვული ქარხანა საწვავით უზრუნველყოს.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საჯაროდ დადო პირობა, რომ ირანთან კვლავ მიაღწევს შეთანხმებას, მიუხედავად ისრაელის მხრიდან ხანგრძლივი წინააღმდეგობისა.
2020 წლის ნოემბრის ბოლოს ირანის ყველაზე მაღალი რანგის ბირთვული მეცნიერი, პროფესორი მოჰსენ ფახრიზადე მოკლეს.
აღსანიშნავია, რომ 2010-2012 წლებში ბირთვულ პროგრამაში ჩართული 4 ირანელი მეცნიერი მოკლეს და ირანმა ამ მკვლელობებში ბრალი ისრაელს დასდო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.