8-წლიანი პრეზიდენტობისა და 9-წლიანი პატიმრობის მისჯის შემდეგ, ლუის ინასიო ლულა და სილვა ისევ ბრაზილიის პრეზიდენტი გახდა
31-10-2022, 10:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ბრაზილიამ არჩევანი ყოფილ პრეზიდენტზე, 77 წლის მემარცხენე ლუის ინასიო და სილვაზე გააკეთა. მან მოქმედი პრეზიდენტი, ულტრა-მემარჯვენე, 67 წლის ჟაირ ბოლსონარო დაამარცხა. კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ლულამ ხმების 50.9% მიიღო. ეს ყოფილი პრეზიდენტის ტრიუმფალური დაბრუნებაა დიდ პოლიტიკაში.

 


მას არჩევნებში მონაწილეობა 2018 წელსაც სურდა, მაგრამ პატიმრობაში ყოფნის გამო ამის საშუალება არ მიეცა. კორუფციის ბრალდებით გასამართლებულმა ლულამ პატიმრობაში 580 დღე გაატარა, ვიდრე მისდამის წაყენებული ბრალდების ანულირება მოხდებოდა.

 

 

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა კორუფციის ბრალდებით 2017 წლის ივლისში გაასამართლეს და ცხრაწელიწადნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

 


ლულამ უარყო, რომ მან ქრთამის სახით ბინა მიიღო. კორუფციის სკანდალი სახელმწიფო სანავთობო კომპანია „პეტრობრასთან“ იყო დაკავშირებული. მან განაცხადა, რომ მისი სასამართლო პროცესი პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

 


ლულა პრეზიდენტად 8 წლის განმავლობაში, 2011 წლამდე მსახურობდა და განიხილავდა მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის შესაძლებლობას მემარცხენე ფრთის „მშრომელთა პარტიიდან“.

 


ლულას სულ 5 ბრალდება ჰქონდა წაყენებული და ამათგან ბრალი ერთში, კორუფციის ნაწილში დაუმტკიცდა. მოსამართლემ იგი დამნაშავედ ქრთამის აღებაში ცნო. კერძოდ, საუბარია ქრთამების მიღების სანაცვლოდ საინჟინრო ფირმა OAS -ისთვის სახელმწიფო სანავთობო კომპანიასთან კონტრაქტების გამარჯვებაში დახმარებაზე.

 


მას ასევე მექრთამეობაში, ფულის გათეთრებაში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელისშეშლაში ედებოდა ბრალი.

 


ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა სახელმწიფო სანავთობო კომპანია პეტრობრასთან დაკავშირებული ძიების ფარგლებში, თაღლითობის ბრალდებით 2016 წლის მარტის დასაწყისში დააკავეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი