პატიმრობაში მყოფი ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშა
12-09-2018, 10:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა, რომელიც ქვეყანას 2003 წლის იანვრიდან 2010 წლის დეკემბრამდე ედგა სათავეში და რომელიც წინასწარი გამოკითხვების მიხედვით პირველ ადგილზე იმყოფებოდა, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშა და მის ნაცვლად, ლულას მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული „მუშათა პარტიის“ ლიდერი, გლეისი ჰოფმანი იყრის კენჭს.

 


ჰოფმანმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ იმ სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ გამოაცხადა, სადაც 72 წლის ლულა 12-წლიანი პატიმრობის ვადას იხდის.

 


ბრაზილიის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ლულას კანდიდატად დარეგისტრირებაზე დაახლოებით ორი კვირის წინ უთხრა უარი, რაც ყოფილი პრეზიდენტის კორუფციის ბრალდებით გასამართლებას უკავშირდება.

 


ლულას თანამებრძოლებმა უმაღლესი საარჩევნო კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და ქვეყნის უზენაეს სასამართლოს განაჩენი ჯერაც არ გამოუტანია.

 


აღნიშნულ პროცესებს წინ უძღოდა ულტრა-მემარჯვენე კანდიდატის, 63 წლის ჯაირ ბოლსონაროს საარჩევნო კამპანიის დროს ცივი იარაღით მძიმედ დაჭრა. მუცლის არეში მიყენებული ღრმა ჭრილობების გამო პრეზიდენტობის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, ამ დრომდე რჩება საავადმყოფოში, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი