დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში - კონტროლირებად ტერიტორიაზე - ჩატარდა 6 593 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ინფიცირების 204 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 736 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,09%; ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია www.stopcov.ge -ზე.

სრულად...

ბექა ნაცვლიშვილი პარტიას „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ ტოვებს. ამის შესახებ ნაცვლიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ტოვებს პარტიას, მაგრამ განაგრძობს ბრძოლას სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის.

სრულად...

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...

პრეზიდენტი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ სწორედ 103 წლის წინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად დაიბადა თანამედროვე საქართველო და მას შემდეგ, საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყოველი გარდამტეხი მოვლენა ამ უნივერსიტეტის სახელს უკავშირდება.

სრულად...

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

სრულად...

ხუთშაბათს, 2021 წლის 11 თებერვალს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა.

სრულად...

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, კონსტიტუციის ქუჩა N6-ში მდებარე შენობის პრივატიზაციის მიზანი სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულთა დახმარებაა.

სრულად...

8 თებერვლიდან ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილ ზოლებში, ავტობუსის ხაზებში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი