გუშინწინდელი დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი მერცხალი იმისა, რაც აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი საქართველოში, – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი.
მსხვილმა ბიზნესმენებმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი გახარიასთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარები გააკეთეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (8 თებერვალი, 2021) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0025 პუნქტით გამყარდა.
ვანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
15 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა.
საჯარო რეესტრმა კიდევ ერთხელ განიხილა ირაკლი აბუსერიძის მიმართვა, რომელიც რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციას ითხოვს, თუმცა აბუსერიძეს ამჯერადაც უარი ეთქვა რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე.
მთაწმინდის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ამაღლების ქ. N3-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე 18 ოჯახი ცხოვრობს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმი ცესკოს თავმჯდომარის შეცვლას არ ითვალისწინებს. როგორც მასნ თქვა, მოლაპარაკებების ფარგლებში ხდება შეთანხმება სისტემაზე და არა კონკრეტულ ადამიანებზე.
უმნიშვნელოვანესი სიახლე თელ-ავივის სურასკის სახელობის სამედიცინო ცენტრიდან: COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტმა გამოცდის პირველ ფაზაზე შედეგიანობის 95% აჩვენა. 30 საშუალო და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტიდან 29 ხუთი დღის განმავლობაში ჰოსპიტალიდან გაეწერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.