საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ლიეტუველ კოლეგასთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან.

სრულად...

2012 წელს ყველა მოქალაქისთვის სანატრელი იყო თავისუფლება, ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა კანონი და წესრიგი, – განუცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებს.

სრულად...

დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი კობახიძე არჩეული იქნება თავმჯდომარედ. ვაგრძელებთ ახალ რეალობაში ცხოვრებას, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა.

სრულად...

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სრულად...

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით დღეს შედგა პარტიის პოლიტიკური საბჭოს მორიგი სხდომა, სადაც პარტიის მიერ გასამართ ყრილობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (11 იანვარი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0023 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

ბიძინა ივანიშვილის როლი შეუფასებელია და ვფიქრობ, ის ნდობა და მადლიერება, რასაც ჩვენი მოქალაქეები წლებია „ქართული ოცნების" მხარდაჭერით გამოხატავენ, არის საუკეთესო შეფასება. ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ძალაუფლება, ის იყო და რჩება თავისი ქვეყნის რიგით მოქალაქედ და დიდ ქველმოქმედად“, - ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე Facebook-ის გვერდზე ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს, სადაც ის პარტიის დატოვების და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ აცხადებს.

სრულად...

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტიმა, მესამე მოსმენით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა. ინიციატივას მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა და მის წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.

სრულად...

ორგანიზაციებმა „პროგრესის ცენტრი“ და  ანა დოლიძე - მოძრაობა „ხალხისთვის“, ორგანიზაცია „მწვანეებთან“ ერთად სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხთან დაკავშირებით დუმილის აქცია გამართეს. ახალგაზრდებმა სხვადასხვა უნივერსიტეტთან, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სტიკერები გააკრეს წარწერით „75 000“ და „რამდენ კრედიტიანია თქვენი სიჩუმე“. აქციის მონაწილეებმა სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენა და სწავლის გადასახადის განახევრება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. 

სრულად...

ხარისხიანი და ხელმისაწვდომი უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და დეკლარირებულია, როგორც ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი. ამის დასტურია ის პროგრამები, რომლებიც წლებია ხორციელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. აღსანიშნავია, რომ სტუდენტების 1/3 -ს სრულად ან ნაწილობრივ უფინანსდება სწავლის გადასახადი, რისთვისაც სამინისტროს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად იხარჯება 100 მილიონზე მეტი ლარი, - ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი