პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სესიაზე პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს დეპუტატებმა დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით უყარეს კენჭი. ინიციატივას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფშაველში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე, 1 პირი - 1996 წელს დაბადებული თ.ბ. დააკავეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას რეგიონებში არაეფექტიანობისა და კორუფციის რისკებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ არავინ აპირებს მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების დელეგირების შემსუბუქებას ან გაჩერებას, მაგრამ შემხვედრი პროცესიც უნდა დაიწყოს ადგილობრივ დონეზე და ეს გახარიას თქმით, არის კომპეტენციის ზრდა.
პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში, თბილისის მერია მარტოხელა მოხუცების და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების დახმარებას აგრძელებს. ამ მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1.2 მილიონი ლარი, ხოლო თბილისის საკრებულოდან 200 000 ლარი გამოიყო.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ინიციატივით გამოდის, რომ პარტიების დაფინანსების წესთან და პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა, ეუთო/ოდირის ან ვენეციის კომისიის დასკვნების შემდეგ გაგრძელდეს.
პანდემიის პერიოდში ბიზნესის მხარდასაჭერად, თბილისის მერიამ შეღავათების ახალი პაკეტი მოამზადა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი მსახურობს თავდაცვის ძალებში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში. აღნიშნული სამხედრო პირი 21 დეკემბერს 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია, რაც დასტურდება პატაკითა და გამშვები პუნქტის სათვალთვალო ვიდეო კამერებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
ოკუპაცია, სამწუხაროდ იყო და რჩება ჩვენი ქვეყნის ძირითად გამოწვევად, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დაუშვებელია, სახელმწიფო მიწების უკანონოდ მიტაცება და შენობა-ნაგებობების განთავსება ადამიანების გაჭირვებით გამართლდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.