M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, როგორც რისკ და სპეციფიკურ პრიორიტეტულ ჯგუფს, გრიპის აცრა უფასოდ ჩაუტარდებათ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს. 

სრულად...

თბილისის მერიამ ბიზნესსექტორის წარმომადგენლების დასახმარებლად, ეკონომიკური პაკეტი შეიმუშავა - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

სრულად...

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში, სხვა ეკონომიკურ სუბიექტებთან ერთად, გარკვეული შეღავათებით კვების ობიექტებიც ისარგებლებენ, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

სრულად...

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჯარში სერიოზული გამოწვევა არ არის და სიტუაცია სრულად კონტროლდება. როგორც პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პირველივე ნიშნების გამოჩენიდან ჯარში მკაცრი კონტროლი დაწესდა. „ჯარი იყო ძალიან ღირსეულად წარმოდგენილი ამ ბრძოლაში. ამ პროცესში რამდენიმე ათასი ჯარისკაცი იყო ჩართული. 85 საკონტროლო გამშვები პუნქტი მოვაწყვეთ პოლიციასთან ერთად და ჩვენ ერთობლივად ვახორციელებდით ღონისძიებებს“, - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა. მისი თქმით, ამ ღონისძიებებმა ეპიდემიის გავრცელების დიდი პრევენცია მოახდინა. 

სრულად...

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 345 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარა-139, იმერეთი-429, ქვემო ქართლი-157, შიდა ქართლი-192, გურია-16, სამეგრელო და ზემო სვანეთი-146, კახეთი-158, მცხეთა-მთიანეთი-43, სამცხე-ჯავახეთი-34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-14, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...

შეზღუდვების მთავარი მიზანი იყო, ქვეყანაში შემთხვევების კატასტროფული მატება რამენაირად შეგვეჩერებინა, რაც საბედნიეროდ, მოხერხდა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

სრულად...

„ელჩების კონფერენცია 2020“-ის ფარგლებში გაიმართა სამუშაო სესია საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე და კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე, ასევე საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხზე.

სრულად...

საქართველოს პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდადატებს ფრაქციის ფორმატში მოუსმენენ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი