პარტია „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.
„მთავარი არხის“-ის ეგზიტ პოლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 41% პროცენტი მიიღო, მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ გავიდა - ხმების 33%-ით. ეგზიტ პოლის შედეგებს სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხი“ აქვეყნებს.
„რუსთავი 2“-ის ეგზიტ პოლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 52.26% მიიღო
ტელეკომპანია „იმედის“ ეგზიტ პოლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 55% პროცენტი მიიღო, მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ გავიდა - ხმების 23 %-ით.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.
ნიკა მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი და ირგვლივ შემოკრებილი ჰყავდა ე.წ კრიმინალური ავტორიტეტები, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ კითხვას, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ საარჩევნო უბანზე კახა კალაძის მეგობარი დავით კვიჟინაძე იარაღით მივიდა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ეხმაურება „რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს, რომელთა მიზანი არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენებაა“.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დილით, როცა დაინახა რიგები საარჩევნო უბნებში, მიხვდა, რომ ეს ხელისუფლების შეცვლაზე მიანიშნებდა.
მივმართავ ამ ქვეყნის მხარდამჭერებს, კრიტიკული საათები მოდის, ხმებს დაცვა სჭირდება, გთხოვთ უმორჩილესად, მობრძანდეთ გლდანის ცენტრალურ შტაბში, რათა დაახლოებით საათ-ნახევარში ჩვენ გადავნაწილდეთ და მშვიდობიანად დავიცვათ ხმები, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ და გლდანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თქვა, რომ იქ „შემაშფოთებელია ვითარება“.
სახელგანთქმული შოტლანდიელი მსახიობი, ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელი შონ კონერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან 90 წლის იუბილე აგვისტოში იზეიმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.