თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, წინა დღესთან შედარებით თბილისში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია, მაგრამ არა მასშტაბურად.
რა თქმა უნდა, უჩვეულოა თბილისობის დღესასწაულის ასე აღნიშვნა.ჩვენს უძველეს და ულამაზეს ქალაქს არაფერი უხდება ისე, როგორც ზეიმი, შემოდგომის სიჭრელე, ბავშვების ჟრიამული, მტკვარზე ტივით მოსეირნე სტუმრები, ხილით დატვირთული დახლები, მშრომელი ადამიანების მიერ საქართველოს ყველა კუთხიდან მოზიდული ნობათი და რაც მთავარია, მხიარული, ბედნიერი სახეები ქალაქის ქუჩებში.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელები დააჯილდოვა. საზეიმო ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ეზოში გაიმართა და პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ფართო საზოგადოებისთვის ტელევიზიის საშუალებით გადაიცა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა STS Forum-ის (Science and Technology in Society Forum) ფარგლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრების მე-17 ყოველწლიურ მრგვალ მაგიდაში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა, სადაც 35 ქვეყნის წარმომადგენლებმა პოსტპანდემიურ პერიოდში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
სამწუხაროდ, ბოლო პროვოკაციას, რომელსაც ჩვენი შტაბის წევრები წამოეგენ, შედეგად კონკრეტული პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოჰყვა, –განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 29 სექტებერს მარნეულში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე ორი პირი - 1987 წელს დაბადებული გ.შ. და 1977 წელს დაბადებული გ.ჯ. ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ვითარების განმუხტვას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დიალოგის გამართვის მიზნით, კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას უმასპინძლოს თბილისში, – ნათქვამია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ვახტანგ გომელაურმა გააცნო.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევიდან 360 აჭარაში გამოვლინდა, დედაქალაქში კი - 57.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.