დიდ დიღომში, ე.წ. „ანბანის სკვერის“ ტერიტორიაზე, სადაც ადგილმონაცვლეობა განხორციელდა, დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სტიპედიატთა ყოველწლიური ფორუმი ჩატარდა, რომლის მიზანს სხვადასხვა თაობის სტუდენტთა შეხვედრა და გაცნობა და მათი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.
დღეს, 28 აგვისტოს მართლმადიდებელი სამაყრო ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო წირვა-ლოცვა აღესრულება.
სამგორის რაიონის გამგეობა ქვემო სამგორში სკვერებსა და დასასვენებელ სივრცეებს აწყობს. კიდევ ერთი სკვერი წმინდა ბარბარეს უბანში გაიხსნა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კომპანია „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის პირველი ფაზა დასრულდა. ქართულ-ნიდერლანდურმა კონსორციუმმა „გეოჰოლდინგ & KSH“ კლასტერის კონცეფცია და სამუშაო გეგმა მმართველი საბჭოს წევრებს წარუდგინა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ესწრებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული გ.ზ., ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით - 1988 წელს დაბადებული ბ.ბ. ცხელ კვალზე დააკავეს.
საქართველოს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რიგით 82-ე საზოგადოებრივი ცენტრი ამჯერად ქალაქ ბაღდათში გახსნა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 აგვისტო, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0108 პუნქტით გამყარდა.
დღეს, ამერიკელ სენატორს, ქრის ვან ჰოლენსა და ჩემს შორის საინტერესო საუბარი შედგა. ჩვენ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მნიშვნელოვან საკითხსა და, ასევე, ჩვენი მტკიცე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გზებზე ვიმსჯელეთ. ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა და საერთო ღირებულებებსა და ერთიან გეოსტრატეგიულ ინტერესებს ემყარება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.