საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ელჩი საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. შეხვედრაზე მხარეებმა საქმიანობა შეაჯამეს და საქართველო-აზერბაიჯანის ახალ დღის წესრიგზე იმსჯელეს.

სრულად...

პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 სექტემბრიდან მოიხსნება საკარანტინო შეზღუდვები დაბა მესტიასა და ლენჯერში, სადაც ამ ეტაპზე საყოველთაო ტესტირების ბოლო ფაზა  მიმდინარეობს - საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ დროული და ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, დაბა მესტიასა და ლენჯერში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება.

სრულად...

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დღესთან დაკავშირებით, უმაღლესი სასწავლებლის სამწყობრო მოედანზე კურსდამთავრებულებმა ოფიცრის ფიცი დადეს. სასწავლო ბატალიონის საბაკალავრო კურსის 76 მსმენელს აკადემიის დასრულება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ- მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ მიულოცეს. 

სრულად...

თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანს ავალებს, გლდანის მიკრორაიონებში, ამსვლელ-ჩამომსვლელ ქუჩებზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის საპროექტო სამუშაოები დღესვე დაიწყოს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სრულად...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორთან,  პიტერ ვიბლერთან ერთად  მარნეულში, სოფელ აზიზქედში, სანერგე მეურნეობა  „მზა ჩითილი“ გახსნა. 

სრულად...

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით მუშაობა გრძელდება და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება.  

სრულად...

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მომავალი კვირიდან ვაკის პარკის რეაბილიტაციას იწყებს, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

სრულად...

დედაქალაქის მასშტაბით, საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი პირველი ოქტომბრიდან განახლდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სრულად...

„ძალა პარტნიორობაშია“ - ამ მთავარი გზავნილით წელს საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2020“ უკვე მეხუთედ უმასპინძლებს. სექტემბერში დაგეგმილი მრავალეროვნული სწავლების შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა „არმიჰოლში“ საინფორმაციო ბრიფინგი გამართა და დიპლომატიური კორპუსისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის სწავლების მიზნებისა და ამოცანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

7-18 სექტემბრის ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ (Noble Partner 2020) გაიმართება. სწავლება ოფიციალურად ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე 7 სექტემბერს გაიხსნება. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი