კუს ტბის საბაგირო გზა, რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, 29 ივლისს მგზავრებს ვერ მოემსახურება.
საქართველოში კორონავირუსის დღეს დადასტურებული რვა ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო ლილოს ბაზრობაა, ერთის – გაჩიანი, ამასთან, კიდევ ერთი ინფიცირებული სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს.
ბათუმში 3400 მაყურებელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი აშენდა - სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებული მცხეთის რაიონულმა სასამართლომ კვლავ პატიმრობში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე მაია ოშხარელმა მიიღო.
გაერთიანებულ სამეფოში ცხოველის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. Covid-19 კატას დაუდასტურდა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Guardian-ი ავრცელებს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გაეროს ბავშთა ფონდის (იუნისეფი) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. გაეროს ბავშვთა ფონდმა სამინისტროს ბოლო პერიოდში განხორციელებული კვლევის შედეგები წარუდგინა. კვლევის მიზანს კოვიდ 19-ის პირობებში სოციალური დაცვის სისტემის მზაობის და სიღარიბის მაჩვენებლებზე მისი გავლენის შეფასება წარმოადგენდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 ივლისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0004 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.