საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი მადრიდიდან თბილისის მიმართულებით.

სრულად...

სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების პროგრამაში კიდევ რამდენიმე კომპანია ჩაერთო. 

სრულად...

​საქართველოში PCR-ტესტებების მხრივ რეკორდი დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით 12 ლაბორატორიაში 1 096 პაციენტის ნიმუში გამოიკვლიეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

სრულად...

ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,1 პროცენტია, ეს ერთ-ერთი დაბალია ევროპულ ქვეყნებში, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

სრულად...

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ 30 აპრილის მონაცემებით, 24 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს.

სრულად...

პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. საბჭოს წევრებმა ღონისძიებების შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით იმსჯელეს, რაც ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად განხორციელდება.

სრულად...

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებითა და ბენეფიციართა ინტერესებიდან გამომდინარე, „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებზე, განაცხადების მიღების დასრულების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 1 ივნისის 18:00 საათი; ხოლო კონკურსების ფარგლებში გამარჯვებული პროექტების დაწყების თარიღად - 2020 წლის 15 ივლისი.

სრულად...

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. სამხედრო მოსამსახურეებს 29 წლის იუბილე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სამხედრო მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცეს.

სრულად...

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 114 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

სრულად...

გლდანის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ავჭალაში, ილორის N22 კორპუსთან შიდა ეზოს მოწესრიგება მიმდინარეობს. აღნიშნულ კორპუსში გლდანის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში,  წყალარინების გარე  ქსელი მოწესრიგდა. ამჯერად კი გლდანის რაიონის გამგეობა დაახლოებით, 1 450 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარის დაგებას ახორციელებს. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან  55 000 ლარამდე არის გათვალისწინებული. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი