დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
ჩვენი კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მთავრობის მიერ გადადგმული სწორი და ეფექტური ნაბიჯების შედეგად, ასევე ბატონი კობას ძალიან კონსტრუქციული მიდგომების შედეგად, ჩვენ შევძელით ის, რომ 2022 წელი, მაშინ, როცა საკმაოდ კომპეტენტური ადამიანები თვლიდნენ, რომ ქვეყანას ელოდებოდა დეფოლტი, დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებული ორივე ვარიანტი პირველი მოსმენით იქნება მიღებული, შემდეგ დოკუმენტები ვენეციის კომისიას გადაეგზავნება და გაგრძელდება იმ ვარიანტის განხილვა, რომელთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიის მხრიდან დადებითი დასკვნა იქნება წარმოდგენილი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი აშშ-ში, „საჰაერო ძალების თამაშებზე“ წარმატებით ასპარეზობს. მჯდომარე ფრენბურთის ფინალურ თამაშში საქართველოს ნაკრები აშშ-ის საჰაერო ძალების გუნდს დაუპირისპირდა და ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს გუნდის ანგარიშზეა ბრინჯაოს მედალიც. ძალოსნობაში, 73 კგ წონით კატეგორიაში, დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ, უმცროსმა სერჟანტმა იაგო კაკულიამ მესამე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების სამი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც, უცხოეთის სამი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს, მათგან ერთი დააკავეს.
ვულოცავთ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ისტორიულ წარმატებას და პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას! - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოსა და ისლანდიის საკალათბურთო ნაკრებებს შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტ თამაშს დაესწრო. მატჩი ისლანდიის გამარჯვებით – ანგარიშით 80:77 დასრულდა. აღნიშნული თამაშით საქართველომ ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მორიგ „მიკერძოებულ სიუჟეტს თავდაცვის სამინისტროს შესახებ, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და უწყებისა და მისი ხელმძღვანელი პირების დისკრედიტაციას ემსახურება“.
1921 წლის 25 თებერვალს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე ტრაგიკულმა მოვლენამ მრავალი ჩვენი თანამემამულის - ახალგაზრდა იუნკრების, შეიარაღებული ძალების მებრძოლებისა და მოხალისეების, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და მრავალი ათწლეულით შეცვალა ქვეყნის განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
დედის და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად, ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ‘CashBack’, თავის მომხმარებლებს, Mastercard -თან ერთად დიდი საგაზაფხულო აქციით უბრუნდება!
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.