შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, რვა პირი დააკავეს, მათ შორის ორი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

„უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტებს პატიმრობაში მყოფი „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნულ კანონს მიიღებენ, რადგან ბიძინა ივანიშვილს „სჭირდება ის, რასაც დასავლეთისგან ვერ მიიღებ, რასაც დასავლეთთან დაახლოება გამორიცხავს - ხელისუფლების უზურპაცია, სანამ ცოცხალია“.

სრულად...

„უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტებს პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ვერანაირად ვერ შეძლებს საქართველოს დაბრუნებას რუსეთის ორბიტაზე, პუტინის „ჩექმის ქვეშ“.

სრულად...

„უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებული ორი კანონპროექტიდან ერთ-ერთის მიღების შემთხვევაში შედეგი შეიძლება ის იყოს, რომ „აგენტების“ ნაწილს ნერვებმა უმტყუნოს და ქვეყანა დატოვოს, წლების შემდეგ კი მივიღოთ კრიტიკისგან სრულიად დაცლილი ქვეყანა და მოსახლეობა, რომელიც მუდმივად ერთსა და იმავე გუნდს ირჩევს ხელისუფლების ყველა შტოში. ამის შესახებ ჟურნალისტი ია ანთაძე „ფეისბუქში" წერს.

სრულად...

„უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტებზე მედიაორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ისინი უარს იტყვიან „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციაზე.

სრულად...

ეს კანონები ცალსახად შეესაბამება რუსულ კანონს, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების გარიყვაა. მისი მიზანი განსხვავებული ხმის ჩახშობაა, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა საქართველოს პარლამენტში დაინიცირებული „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტებზე კომენტირებისას.

სრულად...

GUARDIAN.GE - აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დაავალა თავისი ქვეყნის არმიას, რომ „2027 წლისთვის მზად იყვნენ“ ტაივანში შესაჭრელად, თუმცა მას, უკრაინასთან ომში რუსეთის გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლოა ამჟამად ეჭვი აპარებოდეს თავის შესაძლებლობებში, - განაცხადა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA)-ის დირექტორმა უილიამ ბერნსმა.

სრულად...

„გაცნობებთ, რომ ჩამოიშალა ტიციან ტაბიძის პირველი შესახვევის N24-თან მდებარე ფერდი. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა“, - ამის თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

სრულად...

განსახილველ საკითხთა შორის იყო „ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობების შეკეთებასა და აღდგენას.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი ზღვრული საბითუმო სარეალიზაციო ფასი დაადგინოს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი