სამგორის გამგეობა რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობას აქტიურად განაგრძობს. სამხედრო ქალაქში, აბაშვილის ქუჩის N3 კორპუსის მიმდებარედ მასშტაბური პროექტი ხორციელდება. 5 200 კვ.მ ფართობზე მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ყველა რეკომენდაცია, რომელიც მომდინარეობს ამ ანგარიშში, იქნება გათვალისწინებული, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალანმა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას.
„მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გამოაცხადა პანდემიად. საქართველოში საკოორდინაციო საბჭო, ბოლო კვირების განმავლობაში, აქტიურად მუშაობს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კორონავირუსის პანდემიის მზაობის რეკომენდაციებს მიჰყვება. მსოფლიოში არსებული სამწუხარო სტატისტიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით ჩვენ ვახერხებთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ გვაქვს მოდუნების ან თვითკმაყოფილების საფუძველი,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კრწანისის რაიონში რვა ახალი სკვერი ეწყობა. აქედან, ხუთი სივრცე ორთაჭალაში, სამი კი ფონიჭალაშია.
საქართველოსა და რუსეთის მატჩი 14 მარტს მაყურებლის გარეშე გაიმართება, – ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.
პრობაციონერებს 14 აპრილამდე რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან ვათავისუფლებთ , - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში მთავრობამ აკრძალოს 100-კაციანი ქორწილები და ქელეხები, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ.
თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა, რაც მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში შესაბამისი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს.
იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა, საავადმყოფოდან გაწერეს, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პრევენციის ზომებს ამკაცრებს. აღნიშნულის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.