წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ვართუი სარკსიანი აცხადებს, რომ სკოლაში მოღვაწე საპენსიო ასაკის პედაგოგებმა სახელმწიფო ჯილდოს მიღებაზე უარი განაცხადეს იმ მოტივით, რომ მათთვის სკოლის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.

სრულად...

საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ოფიციალურად გახდა. სტრასბურგში გამართულ ოფიციალური ცერემონიაზე საქართველოს საფრანგეთმა სიმბოლური გასაღები გადასცა. 

სრულად...

ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა რევაზ პაპუაშვილმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მდებარე „მაჩხომერის“ გორაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგების შესახებ მოხსენება წაიკითხა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 ნოემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში  0.0042 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დიდუბის ხიდთან, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ შუა გამყოფ ზოლს ამწვანებს. გამწვანების პროცესს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ადგილზე გაეცნო.  

სრულად...

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იაპონიის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის NTT Security-ის აღმასრულებელ დირექტორს კაზუ იოზავას შეხვდა.

სრულად...

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველო ხდება ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა, როგორიც არის ევროპის საბჭო სიმბოლურია  ისიც, რომ ეს ემთხვევა ჩვენს გაწევრიანებას 20 წლის წინ ამ ორგანიზაციაში, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სტრასბურგში,  საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადმობარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტირებისას.

სრულად...

პანკისის სოფელ საკობიანოში სავარაუდოდ გვარებს შორის დაპირისპირების დროს ოთხი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრეს, მათგან ერთი გარდაიცვალა.

სრულად...

პრაღაში, ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტროში, საქართველო-ჩეხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომიტეტის მე-5 სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ჩეხეთის მხრიდან ვაჭრობისა და კომერციის მინისტრის მოადგილე მარტინა ტაუბეროვა უძღვებოდნენ.

სრულად...

გერმანიიდან თავშესაფრის მაძიებელი ქართველები გამოაძევეს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ისინი სამშობლოში ზაქსენის მიწიდან 26 ნოემბერს გაამგზავრეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი