საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სომხეთის რესპუბლიკაში, გიორგი შარვაშიძეს შეხვდა.
GUARDIAN.GE - ვარდო შაინიძე აჭარიდან სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანაში 1990-იანი წლების დასაწყისში, სრულიად ახალგაზრდა, ოჯახთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონის მკვიდრ თავის თანამემამულეებთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად. თავდაპირველად, აჭარის მთებითა და მარადმწვანე ტყეებით გარშემორტყმული ლანდშაფტიდან ჯავახეთის ერთი შეხედვით მოტიტვლებულ, პირქუშ და მკაცრ სივრცეში იმდენად გაუჭირდა ცხოვრება, რომ ხშირად ტიროდა კიდეც და ამით იქარვებდა მშობლიური ადგილების მონატრებით გამოწვეულ დარდს, თუმცა დროთა განმავლობაში მიეჩვია ახალ გარემოს, სოფლის სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, შემდეგ დირექტორის მოადგილეც გახდა და უკვე მე-4 წელია, რაც სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და GSI ჰელმჰოლცის მძიმე იონების კვლევით ცენტრს (GSI Helmholtzzentrum für Schwerionenforschung) შორის თანამშრომლობა იწყება. შესაბამის მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და GSI ჰელმჰოლცის მძიმე იონების კვლევითი ცენტრის სამეცნიერო დირექტორმა, პაოლო ჯუბელინომ ფრანკფურტში მოაწერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი – ოთარ ღვინაშვილი, რომელიც 20 იანვრის ღამეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საგარეჯოში დაიღუპა, სამხედრო პატივით დაიკრძალა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, ფილოლოგის, არმენოლოგისა და აღმოსავლეთმცოდნის, ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები განიხილეს. მთავრობის მეთაურმა გუბერნატორებისგან ახალი ინიციატივები მოისმინა და კონკრეტული დავალებები გასცა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ნგრევად შენობებში მცხოვრებ ადმინისტრაციული დაპირების მქონე იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს თბილისში ბინები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმის შეხვდა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, საბაჟო ორგანოს მიერ, სანქციების დარღვევის რისკის მქონე 1000-ზე მეტი ოპერაციაა გაუქმებული, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სანქციების აღსრულების პროცესში საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.