მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, მაღალი რანგის სტუმარს საპატიო ყარაული დახვდა, შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.
მინდა, მივესალმო გულითადად ჩემს ძვირფას კოლეგას, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს, ბატონ კარლ ნეჰამერს. მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ ჩემს ავსტრიელ კოლეგას საქართველოში, ეს არის პირველი ვიზიტი საქართველოში ავსტრიის კანცლერის და შეიძლება მას ისტორიული ვიზიტი ვუწოდოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალუდა თუთისანი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ლევან ზალკალიანთან ერთად, კონტრაქტორი კომპანიის შ.პ.ს. „ზაისი და კომპანია“-ს (ტექნიკური ზედამხედველობა) წარმომადგენლებს, მერიის შესაბამისი სამსახურების და ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დიდი გონდრიოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში - დიდი გონდრიო, პატარა გონდრიო, დილითი, მამწვარა, ყულალისი - საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახალი პროგრამა იწყება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს, კერძოდ: აშენდება 330 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 არსებულ ბაღს.
GUARDIAN.GE - სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჯიგაზლოს საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი მაია კვენიაშვილი 10 წელია რაც აზერბაიჯანულენოვან სკოლაში ასწავლის და იმდენად მიეჩვია სოფლისა და სკოლის გარემოს, რომ არც კი უფიქრია მუშაობის სხვაგან გაგრძელება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო. ამის შესახებ პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.
დღეს, 30 იანვარს, საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი ეწვევა.
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack, მეგობარი ქართული ბრენდების ელექტრონული კომერციის განვითარების მიმართულებით ახალ აქციას იწყებს: მომხმარებლები, რომლებიც ლიბერთის Mastercard ბარათით აქციაში მონაწილე მეგობარი ობიექტების ონლაინ მაღაზიებში გააკეთებენ შენაძენს, გადახდილი თანხის 60%-მდე მომენტალურად დაიბრუნებენ ანგარიშზე.
GUARDIAN.GE - გერმანიის კანცლერმა უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა გამორიცხა. „Tagesspiegel“-თან ინტერვიუში ოლაფ შოლცმა თქვა, რომ იგი გერმანული წარმოების „Leopard 2“ ტანკების მიწოდებაზე იქნება ფოკუსირებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.