მაღლკის კულტურის სახლში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, წყალტუბოში, ქალაქის საპატიო მოქალაქის, დამსახურებული სპორტსმენის სულიკო ნიქაბაძის სახელობის თასის გათამაშება დასრულდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქონლის ქურდობის ფაქტებზე 3 პირი - 1984 წელს დაბადებული ვ.მ., 1998 წელს დაბადებული გ.მ. და 1995 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს.
„რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ეხმაურება.
„კურიერის“ წამყვანებმა - დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა „რუსთავი 2“-ის დატოვების შესახებ 9 საათიანი „კუირერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადეს.
„მე კონტრაქტში არ მიწერია, რომ რომელიმე მფლობელი უნდა მიყვარდეს, მე კონტრაქტში მიწერია, რომ უნდა ვაკეთებდე რეიტინგულ გადაცემას, რომელიც არხისთვის არის შემოსავლიანი,“ - ეს განცხადება ნანუკა ჟორჟოლიანმა გააკეთა.
ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის, ზემო ქვალონის და საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები სამეგრელო-ზემო სვანეთის სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და მერის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.
„რუსთავი 2" - ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არხის ახლადდანიშნული დირექტორის პაატა სალიას ბრიფინგს ეხმაურება, სადაც სალიამ "რუსთავი 2"- ის თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით სოციალურ ქსელ Facebook-ზე კამპანია დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.