საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მოიწონა შეთანხმება „ხუდონის“ ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვის შესახებ და სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით, პროექტის განხორციელება 2023 წლიდან დაიწყება.

სრულად...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილება, რომლითაც იცვლება დაწესებული პასუხისმგებლობა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ან სხვისთვის გადაცემისთვის, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.

სრულად...

‘CashBack’ ლიბერთი ბანკის ლოიალობის უნიკალური პროგრამა და თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობაა. ლოიალობის პროგრამა ლიბერთის ბარათების მომხმარებლებისთვის, ბანკმა 2019 წლის ბოლოს წარადგინა და მას შემდეგ, სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით გახდა შესაძლებელი.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადა 30 წლისაა. პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას სამხედრო მოსამსახურეებს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება ბრიგადის მიღწევებზე გაამახვილა. პირველი ბრიგადის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა.

სრულად...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 19 284.3 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდაპროდუქტის ზრდამ 9.8 პროცენტი შეადგინა.

სრულად...

ბათუმში, 25-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულებზე განთავსებულ რესტორან „ვოქსში“ ხანძარი ლოკალიზებულია. რესტორანი მთლიანად დაიწვა, თუმცა ცეცხლი კორპუსის სხვა სართულებზე არ გავრცელებულა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

სრულად...

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა. ღონისძიებას მარნეულში, საავიაციო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის  მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და საქართველოში თურქეთის ელჩი ალი ქაან ორბაი დაესწრნენ.

სრულად...

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც პოლარიზაციას ხელს უწყობს, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხია, მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ დაასრულოს სპეკულაციები, დაველოდოთ გადაწყვეტილებას 22 დეკემბერს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საზეიმო მიღებაზე განაცხადა.

სრულად...

18 დეკემბერს, 18:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიას“ მე-6 პავილიონში, საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ ნომინანტების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება.

სრულად...

საქართველოს გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად გვაქცევს, ისევე როგორც ზღვაზე წვდომის არმქონე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 8 ქვეყნის კარიბჭედ, რომელიც უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისადმი ენერგორესურსების მიწოდების კონტექსტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთში განაცხადა, სადაც მონაწილეობს პლენარულ სესიაში - „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი