პირველ რიგში ვიტყვი, რომ დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა, იქიდან გამომდინარე, რომ ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერა ოთხმა ქვეყანამ, ესაა ძალიან დიდი შესაძლებლობა, საქართველოსთვის, რეგიონისთვის და მათ შორის ევროკავშირისთვის, რათა უზრუნველყოფილი იქნას ამ ქვეყნების ენერგოდამოუკიდებლობა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონში ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა რუმინეთში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.
ჩვენი ქვეყანა მწვანე ენერგიის და განახლებადი ენერგიების გამომუშავების მიმართულებით ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა ხდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად გვაქცევს, ისევე როგორც ზღვაზე-წვდომის-არმქონე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 8 ქვეყნის კარიბჭედ, რაც უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისადმი ენერგო რესურსების მიწოდების კონტექსტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთში განაცხადა, სადაც პლენარულ სესიაში - „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ მონაწილეობს.
დავიწყებ იმის თქმით, რომ ყველას გულთბილად მივესალმები რუმინეთში, მადლობას გიხდით აქ ყოფნისთვის, პარტნიორობისთვის და ამ უზადოდ მნიშვნელოვანი ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერისთვის, რომელიც გულისხმობს სტრატეგიულ პარტნიორობას მწვანე ენერგიის განვითარების და მიწოდების შესახებ, აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის შეთანხმებას, - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს ვერნერ იოჰანისმა პლენარულ სესიაზე - „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს.
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული პროექტები
დასრულების ფაზაშია. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გორში,
აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე ახლადაშენებული
სამსართულიანი ყაზარმა გახსნა.
ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძე მმოსახლეობას გამგეობის საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ახვლედიანი და მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხელაძე ესწრებოდნენ.
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალი თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ
სიახლეზე ისაუბრა, რომლის თანახმად გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში
გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და განისაზღვრა 10 000 ლარი, ერთი წლის მანძილზე
გადავადებისათვის.
სამხედროებისთვის მრავალწლიანი სამსახურის დაფასების მიზნით დაწყებული ახალი საბინაო
პროგრამის განგრძობითობა საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება. თავდაცვის მინისტრმა
ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალი თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეზე ისაუბრა,
რომლის თანახმად, სამინისტრო ვალდებული იქნება სამხედრო მოსამსახურეთათვის, ყოველ
სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების
(ბინების) მშენებლობა. მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით, ბინები მხოლოდ ოფიცერთა
შემადგენლობას გადაეცემა, თუმცა, სამომავლოდ, ბინებს მიიღებენ როგორც ოფიცრები, ასევე
სერჟანტები.
სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება 20 პროცენტით გაიზრდება - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ახალი კოდექსით
გათვალისწინებულ ცვლილებაზე ისაუბრა, რაც გამორიცხავს „რელიგიური ორგანიზაციების“
შესაძლებლობას, დაეხმარონ ცალკეულ პირებს, თავი აარიდონ სამხედრო სავალდებულო
სამსახურში გაწვევას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.