ხელისუფლების სათავეში თითქმის 30-წლიანი ყოფნის შემდეგ, სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი ჩამოაგდეს და დააპატიმრეს, განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა. სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას ავად იბნ ოუფმა თქვა, რომ სუდანში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ოქროყანის, შინდისის, წავკისის, ტაბახმელის, კოჯრისა და კიკეთის მიმართულებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა. ამის შესახებ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.
ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში 2013 წლიდან დღემდე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 5 მილიონ 700 ათასი ლარი.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (11 აპრილი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0048 პუნქტით გაუფასურდა.
„ქართული ოცნების" პრესსამსახურის ცნობით, სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
ვაკის რაიონში საგზაო სამუშაოები სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაცია ნუცუბიძის IV მიკრორაიონში, მე-20 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან N102 საჯარო სკოლამდე არსებულ მონაკვეთში ხორციელდება.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან სამუშაო ვიზიტად გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ონის მუნიციპალიტეტში, საჩხერე-ქვემო ხევი-უზუნთას საავტომობილო გზის შქმერი-ზუდალის კმ 40,9 -კმ 48,6“ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ, 10 აპრილს, კახეთის რეგიონში 25 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა.
„ვიკილიქსის“ დამფუძნებელი, 47 წლის ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში დააკავეს. იგი თითქმის 7 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში, სადაც მას თავშესაფარი ჰქონდა მიცემული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.