თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ერთეული სახანძრო მანქანა.
„დამიტოვე ხე‼ ნუ ჩამაბეტონებ‼“ - ამ სლოგანით შაბათს, 23 მარტს, დილის 11:00 საათზე თბილისში, ფარნავაზ მეფის გამზირზე, „გუდვილის“ მოპირდაპირე მხარეს დიდი დიღმის მცხოვრებთა გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართება!
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე აღდგა მატარებლების მოძრაობა და განახლდა მგზავრთა მიღება. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
ქალაქ ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლამ, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებული ინტელექტუალური კონკურსის ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ზონალურ ეტაპს უმასპინძლა.
თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი პატრიკ მ. შანაჰანი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას წერილს უგზავნის და აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში შეტანილ წვლილს აღნიშნავს, ასევე, იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და დიპლომატიის სფეროში თანამშრომლობა გაგრძელდება.
თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს ვერ ემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, აღნიშნულის მიზეზი მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ მეტროს მატარებლის ტექნიკური ხარვეზი გახდა.
2019 წლის 5 მარტს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი (NAT190004702) მესტიის მუნიციპალიტეტში შიდა გზების (10 ქუჩა) რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის შესახებ. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება გახლავთ 3 258 024 (სამი მილიონ ორას ორმოცდათვრამეტი ათას ოცდაოთხი) ლარი. წინადადების მიღება დაიწყება 21 მარტს 00:00 საათზე და დასრულდება 26 მარტს 14:30 საათზე.
„სამართლიანობა, მართლმსაჯულების ბედი არის ის საკითხი, რომლითაც შეიძლება წარმოიქმნას რეალური წყალგამყოფი. როდესაც ჩნდება რეალური წყალგამყოფი, მე ვრჩები წყლის იმ მხარეს, რომელთანაც ღირსების დაცვა, თავისუფლების დაცვა და სამართლიანობის დაცვაა დაკავშირებული", აცხადებს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვახტანგ შაქარიშვილი.
ქართული ჟურნალისტიკის დღე წელს განსაკუთრებულად აღინიშნა წყალტუბოში. მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ახალაძემ, მერის მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს ქართული ჟურნალისტიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, გაზეთ ,,დროების’’ რედაქტორის სერგეი მესხის ხსოვნას.
კრწანისის რაიონში, კერძოდ, ფონიჭალაში, მიმდინარე წელს ხელოვნურსაფარიანი რაგბის სტადიონი და კიდევ ერთი სკვერი მოეწყობა. ამის შესახებ კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ ვიდეოდიალოგის დროს განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.