ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც ყველა „Boeing 737 Max 8“ იკრძალება მას შემდეგ, რაც ბოლო 5 თვის განმავლობაში ამ ტიპის თვითმფრინავმა ორჯერ განიცადა ავიაკატასტროფა - ბოლოს, კვირას, 10 მარტს, ეთიოპიაში.
დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ მენეჯერს, 69 წლის პოლ მანაფორტს, დამატებით 43 თვით პატიმრობა მიესაჯა მას შემდეგ რაც ერთი კვირის წინ მას სხვა სასამართლომ, ცალკე საქმეზე თაღლითობის მუხლით 47-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გალში გარდაცვლილი 29 წლის ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებული ტერიტორიიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გადმოასვენეს, საიდანც მისი ცხედარი თბილისში იქნება გადმოსვენებული.
ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ საქართველოს საჰაერო სივრცეში „ბოინგ 737-8 მაქსისა“ და „ბოინგ 737-9 მაქსის“ ფრენები დროებით შეჩერდა, იტყობინება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა პირისპირ და დელეგაციების თანხლებით გამართული შეხვედრების შემდეგ, ქართული და უცხოური მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
საქართველოს პრეზიდენტი, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა და საქართველო - სომხეთის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილა.
სულ მცირე 7 მოსწავლეა მოკლული ბრაზილიის შტატ სან პაულუს ქალაქ სუზანოში, პროფესორ რაულ ბრაზილის სახელმწიფო სკოლაში განხორციელებული სროლებისას, იტყობინება BBC პოლიციაზე დაყრდნობით. დაღუპულია ასევე ერთი ზრდასრული ადამიანი და დაჭრილია 10 სხვა ადამიანი.
ვაზიანის IV მექანიზებულ ბრიგადაში სამეთაურო-საშტაბო სწავლება „საინჟინრო-ოპერატიული დონის დაგეგმვის სწავლება“ მიმდინარეობს. სწავლება ნატოს მხარდაჭერით, საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ორგანიზებით იმართება და მიზნად ოპერატიულ დონეზე საინჟინრო მხარდაჭერის გეგმის შემუშავებას ისახავს.
ხონის მუნიციპალიტეტში წყალტუბო-ცაგერის საავტომობილო გზის მე-15 კილომეტრიდან, ძეძილეთი-ნოღა-გორდის გზის სარეაბილიტაციო და მდინარეებზე ცხენისწყალი და მეჭია სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
მამაკაცების დაკავებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.