გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, მუხიანის აგარაკებზე ორი ქუჩის მოწესრიგება მიმდინარეობს. მათ შორის მუხიანი 2-ში, გრემის ქუჩის კაპიტალური მოწყობა სრულდება. სამუშაოების შედეგად, 1505 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი მოეწყო, რისთვისაც 301 460 ლარი დაიხარჯა.
საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის 204-ე კადრირებული
ბატალიონის აქტიურ რეზერვში ჩართულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, „გენერალ გიორგი
მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონისა“ და საზოგადოებრივი ორგანიზაცია
„აისის“ წარმომადგენლებმა პირველად საბაზისო სამედიცინო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა.
ორი თვის წინ, 2022 წლის აგვისტოში, ამერიკულმა Pew Center-მა (არაპარტიული, აპოლიტიკური, კვლევათა ცენტრი, რომელიც შეისწავლის სოციალურ, დემოგრაფიულ, სახალხო მოსაზრებების პოპულარულ მიმდინარეობებს - „ტრენდებს“) გამოაქვეყნა 15 კომპონენტიანი სია იმ მნიშვნელოვანი საკითხებისა, რომლებიც წარმოადგენდნენ ამერიკელი ამომრჩევლების მთავარ პრობლემებს ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს.
GUARDIAN.GE - ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სამშაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს, იტყობინება მედია. ამჟამად ხმების 84% დათვლილია და ნეთანიაჰუს ბლოკს 120 ადგილიდან 65 აქვს მოპოვებული. „ჩვენ ახლოს ვართ დიდ გამარჯვებასთან“, - უთხრა მან თავის მხარდამჭერებს იერუსალიმში. ამგვარი შედეგი 73 წლის ნეთანიაჰუსთვის, რომელიც გასულ წელს, ქვეყნის სათავეში 12-წლიანი უწყვეტი ყოფნის შემდეგ ჩამოცილდა პრემიერ-მინისტრის პოსტს, დრამატული დაბრუნების საწინდარი იქნება უმაღლეს თანამდებობაზე.
თბილისის მასშტაბით მიმდინარე ყველასამშენებლო სამუშაო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების თანახმად ხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვაკის პარკის შადრევნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ EBRD არა მხოლოდ საქართველოს ერთგული პარტნიორია, არამედ ორგანიზაციას დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. აღინიშნა EBRD-ის უმნიშვნელოვანესი როლი პოსტპანდემიურ პერიოდში არსებული სირთულეების დაძლევის მიმართულებით.
თბილისში ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟი დაიწყო. აღნიშნული კორპუსი ვარკეთილის მესამე მასივში მდებარეობს, საიდანაც 36 ოჯახია გაყვანილი.
გლდანის რაიონში, მესამე მიკრორაიონში რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, რის შემდეგაც, რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ლევან ნაროუშვილმა თანამდებობა დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.