9 თვის განმავლობაში საქართველოში არის 10, 2 ეკონომიკური ზრდა, ეს არის უპრეცედენტო მთელს ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
GUARDIAN.GE - ბრაზილიამ არჩევანი ყოფილ პრეზიდენტზე, 77 წლის მემარცხენე ლუის ინასიო და სილვაზე გააკეთა. მან მოქმედი პრეზიდენტი, ულტრა-მემარჯვენე, 67 წლის ჟაირ ბოლსონარო დაამარცხა. კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ლულამ ხმების 50.9% მიიღო. ეს ყოფილი პრეზიდენტის ტრიუმფალური დაბრუნებაა დიდ პოლიტიკაში.
საქართველოს 23 წლამდე ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის შერეული გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია. ქართველმა ძიუდოისტებმა ნახევარფინალში გასვლა მოახერხეს, შემდეგ კი თურქეთის გუნდთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისათვის ბრძოლაში ჩაერთნენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ საინფორმაციო ღონისძიებები „ვარდისფერი ოქტომბერი" იმართება.
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) პროექტების მენეჯერს, რობერტ როტსა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორს, ვინსენტ დონტოს უმასპინძლა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილეები მე-3 ქვეით ბრიგადაში დასრულებულ და მიმდინარე
პროექტებს გაეცნენ. გრიგოლ გიორგაძემ, დავით ჭიჭინაძემ და გიორგი ხაინდრავამ თავდაცვის
ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესთან ერთად ბრიგადის
ტერიტორიაზე თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ახლადგარემონტებული ყაზარმა და
სასადილო დაათვალიერეს. სტუმრები სასწავლო აუდიტორიაში სამხედრო მოსამსახურეებსაც
მიესალმნენ და აღნიშნეს, რომ ქართულმა ჯარმა ქვეყნის სამსახურში ნატოს სტანდარტების
შესაბამის ბაზებზე უნდა იმსახუროს.
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დამკვირვებელ-
მაკონტროლებელთა (IOCT) საერთაშორისო კურსი დასრულდა. კურსი, რომელშიც
მონაწილეობას ხუთი ქვეყნის 14 წარმომადგენელი იღებდა, ორ ფაზად ჩატარდა. თეორიულ
ნაწილში მსმენელები დამკვირვებელ-მაკონტროლებლის ფუნქციებსა და მოვალეობებს, ასევე
ოპერატიული გარემოს ცვლადებსა და მოქმედების შემდგომი მიმოხილვის ჩატარების
მეთოდებს გაეცნენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი მიიღო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს და ამის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.
საბჭოს წევრებმა ეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ ტენდენციებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე ორნიშნა ეკონომიკური ზრდის დადებით გავლენას. აღინიშნა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად მუშაობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.