28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, დღეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა.
პირველად ჩვენი თანამშრომლობის ისტორიაში ხელი მოეწერა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა კვლავაც მხარს დაუჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს გასაწევრიანებლად მაქსიმუმს გააკეთებს, ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ბერლინში გააკეთა.
ვავალებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნებზე უზრუნველყონ მაქსიმალური წესრიგი, რეაგირების გარეშე არ დატოვონ და საჭიროების შემთხვევაში, დროულად აღკვეთონ ნებისმიერი კანონდარღვევა, აღნიშნული განცხადება ამ წუთებში მიმდინარე საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გააკეთა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ვაკე-საბურთალოს სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული გ.ხ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს.
„შეინარჩუნეთ საქართველო პრო-დასავლურ დემოკრატიად" - ამ სათაურით The American Spectator-ი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებთან, სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძესთან დაკავშირებით, ჟურნალისტ ჯერემის ფრანკელის მოსაზრებას აქვეყნებს.
„კონსტრუქტ2” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონების” საერთო პროექტია, რომლის სრული საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონი ლარია.
დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, ასევე, სოციალურად დაუცველ პირებს, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის ექიმებმა უფასო სამედიცინო მომსახურება გაუწიეს. აქციის ფარგლებში ექიმების კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრაფია, გულის ექოსკოპიური და ლაბორატორიული კვლევები 95 ბენეფიციარს ჩაუტარდა.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მე-2 ტურში მოქალაქეობრივი ვალი უკვე მოიხადეს.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტერეზა მეის მიერ წარმოდგენილი „ბრექსიტის“ გეგმამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას აშშ-დიდი ბრიტანეთის სავაჭრო შეთანხმებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.