საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ საარჩევნო გარემო შეაფასა და საპრეზიდენტო კანდიდატების აგრესიულ კამპანიაზე ისაუბრა.
ბიძინა ივანიშვილი ლონდონის სასამართლოშია დაბარებული. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ბიზნესის რეკეტში სდებს ბრალს, საკუთარი უდანაშაულობის მტკიცება მოუწევს.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, საკრებულოს დეპუტატებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, სოფლების - ღების, ჭიორისა და გლოლის მოსახლეობასთან წლის შემაჯამებელი შეხვედრები გამართა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიუხედავად ოპონენტების მცდელობისა, რომ შეექმნათ აგრესიული ფონი, ჩვენ შევძელით აგრესიის პრევენცია და მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება.
მარტოხელა დედა ლუიზა ტუკვაძე გორის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავს. ის მცირეწლოვან შვილებთან ერთად მერიასთან აპირებს ყოფნას იქამდე, ვიდრე მას საცხოვრებელი ფართით არ დააკმაყოფილებენ.
სასამართლომ ეკა გიგაურის სარჩელის განხილვა დაასრულა. ის გოგა ხაინდრავას ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს და რეჟისორისგან ბოდიშის მოხდას და სიმბოლურად 30 თეთრის გადახდას ითხოვს.
ხვალ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, სრულად არის მობილიზებული მთელი ქვეყნის მასშტაბით, განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.
„უფალი ითხოვს, რომ ჩვენ განვიკურნოთ და განვიწმინდოთ - შურისგან, განკითხვისგან, სიძულვილისგან, ვერცხლისმოყვარეობისაგან, სიძვისგან, ამპარტავნებისგან, მომხვეჭელობისგან“, - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მიმდინარე წლის 25 ნოემბერს სოფელ კვაუთის ახლადაღდგენილი მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის კურთხევის შემდეგ ქადაგებისას, რომლის სრულ ტექსტურ ვარიანტსაც GUARDIAN.GE გთავაზობთ.
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე მოსახლეობას მიმართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.