შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობის და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში არაერთგზის ნასამართლევი 1982 წელს დაბადებული ი. ს. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული დ. მ. სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს.
„შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, რომ რჩება განცდა, რომ საზოგადოებას ოცნების ხელისუფლებისთვის უნდოდა ეჩვენებინა ყვითელი ბარათი, მაგრამ ხშირად მსაჯს ეშლება ხოლმე და წითელი ამოაქვს ხოლმე. ხალხს ყვითელი უნდოდა, მაგრამ შემთხვევით წითელი ამოიღო
თავდაცვის ყოფილ მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციური ჯგუფის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შეხვედრას, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ეხმაურება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფეხით მოსიარულე 15 წლის ბიჭი დაშავდა. არსებული ინფორმაცით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოზარდს დაეჯახა.
ზუგდიდის ყოფილი მერს და მის მოადგილეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
საზოგადოება „მე ვიცავ თავისუფლებას“ მიმართვას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 7 ნოემბერს, სიმბოლურ დღეს, რუსთაველის თეატრში შეკრება იგეგმება. მიმართვის ხელმომწერების განცხადებით, შეკრებაზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებიდან ჩვენ რამდენიმე გაკვეთილი გამოვიტანეთ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო, რომ მოსახლეობასთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაციის ნაკლებობაა, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.