უკიდურეს სიღარიბეში მყოფთა ამ მდგომარეობიდან ამოყვანას მოვახერხებთ მიზნობრივად მიმართული თანხებით, რაზეც მუშაობა მამუკა ბახტაძის მთავრობამ პირველივე დღიდან დაიწყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების გაზრდასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმული კრიტიკის პასუხად განუცხადა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქედაში კარიერის აფეთქების შედეგად ექვსი წლის ბავშვის დაღუპვასთან დაკავშირებით დაკავებულ თურქეთის სამ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
„ევროპული საქართველო“ სამართალდამცველებს ზაზა სარალიძის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „საქართველოს“ დაზარალებული მეანაბრეები ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს დახმარებას სთხოვენ. აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართეს.
გაერთიანებული ოპზოციის „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს შეხვდა.
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „ოცნების" წევრებს ეშინიათ სკამების დაკარგვის. ნაცვლად იმისა, რომ ხალხის პრობლემასა და გაჭირვებაზე ეფიქრათ, ისინი ფიქრობდნენ სასახლეების აშენებაზე, საკუთარი ჯიბის გასქელებაზე, საკუთარი პრობლემის მოგვარებაზე.
პარლამენტის წევრის ენზელ მკოიანის შვილი კარაპეტ მკოიანი, რომელიც ერთ-ერთია, ვისაც ახალქალაქში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ბრალი წარედგინა, ბრალდებას ნაწილობრივ ეთანხმება.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დიპლომატიურ კორპუსს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.