საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში ულრიკ თიდესტრომს შეხვდა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა. შეხვედრისას კანდიდატმა აუდიტორიას საკუთარი ხედვები და პრიორიტეტები გააცნო.
საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი, - განაცხადეს მთავარ პროკურატურაში ბრიფინგზე.
„ფაქტია, რომ უკვე რამდენიმე თვეა „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი პარტიული ტელევიზია „რუსთავი 2“ ცდილობს, რომ რამენაირად, რომელიმე თემით მაინც შეძლოს სიტუაციის დაძაბვა და წინასაარჩევნო გარემოს რადიკალიზაცია“, განაცხადა დედაქალაქის მთავრობის მუნიციპალიტეტის სხდომაზე კახა კალაძემ და ამის მაგალითებიც დაასახელა.
თბილისის მერმა, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „ერთაინმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მერიას რამდენიმე დღეში დაგეგმილი 100 000 კაციანი მანიფესტაციის ჩატარებისთვის ნებართვის მისაღებად მიმართა, რაზეც მან თანხმობა გასცა, თუმცა კალაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნულ პოლიტიკურ ძალას ქვეყანაში არეულობის მოწყობის სურვილი აქვს, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.
„ჩვენ მუქარის არ გვეშინია, იმიტომ, რომ ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი, სიმართლე არის ჩვენს მხარეს, ეს არის მთავარი ჩვენს საქმეში“- განაცხადა ტელეკომპანია იმედის თოქშოუში „პირისპირ“ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ორგანიზებით, ორფოლოს პოლიგონზე გეგმიური საარტილერიო სწავლება ჩატარდა. სწავლებაში დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე და 62-ე საარტილერიო ბატალიონების პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა. სწავლებაში ჩართული სამხედრო მოსამსახურეები საარტილერიო სროლებს 2S3 და RM70 საარტილერიო დანადგარებიდან ახორცილებდნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელი მინისტრების მე-15 კონფერენცია გახსნა.
„ნიკა გვარამიას გამონათქვამი არ იყო უბრალო მეტაფორული გამონათქვამი, ეს იყო კონკრეტული მუქარა იმ ადამიანების მიმართ, რომელიც მხარს უჭერენ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. მე დღეს, კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაყენებ მოთხოვნას არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე, რომ მათ შეაფასონ ნიკა გვარამიას ეს განცხადება“ - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ თოქშოუში „პირისპირ“ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტმა დასვა ტოლობის ნიშანი სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შორის, ეს არის პრინციპულად მიუღებელი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გიორგი მარგველაშვილის მიერ სამშაბათს, პრესკონფერენციაზე გაკეთებული კომენტარის საპასუხოდ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.