„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი მოუწოდებს პრემიერს და მის მთავრობას, გაიზიარონ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ წამოწეული საკითხი მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით და ამ სხდომაზე განიხილონ სხვა საკითხიც, „კერძოდ ის, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმება“.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (17 ოქტომბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0017 პუნქტით გამყარდა.
„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ პრემიერ მინისტრი ვერ აცნობიერებს, „რამდენად ღრმა კრიზისშია შესული ხელისუფლება და მთლიანად ქვეყანა“.
„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა სოფიო ქაცარავას მიერ შექმნილი ქალი ელჩებისა და პარლამენტარების არაფორმალური ფორმატის ფარგლებში, ქალ ელჩებთან წინასაარჩევნოდ სამუშაო შეხვედრა გამართა.
„ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ პრემიერ მინისტრისთვის მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევის თაობაზე მიმართვას აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტის, მათ შორის პრეზიდენტის ოფისის დაკნინებას და „ლოგიკური საფუძველი არსებობს იმისა, რომ ეს მთავრობა გადადგეს თავის პრემიერმინისტრიანად“.
მამუკა ბახტაძის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის გამო პარლამენტში მისი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ კონსტიტუციონალისტები და პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატები.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ნატო-ს ახალ მეკავშირე ოფიცერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ლევან იზორიამ პოლკოვნიკ გინტარას ბაგდონასს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, წარმატებული საქმიანობა უსურვა და თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის გახსნასთან დაკავშირებით, პროკურატურის განცხადებას „დღეს არსებული პოლიტიკური და კორუფციული სკანდალის გადაფარვად“ მიიჩნევს.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულისის შეხვდა.
მთავარი პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის გახსნასთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატ სალომე სამადაშვილი „ძალიან უნიჭოდ დადგმულ პიარსვლას“ უწოდებს და ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას ამბობს, რომ ხელისუფლება, მმართველობიდან 6 წლის თავზე „ქართველი ხალხის მოტყუებას უსინდისოდ ცდილობს, რადგან ქართველი ხალხისთვის სხვა შეთავაზება არ აქვს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.