ქალაქ ონში სპორტული კომპლექსის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც GUARDIAN.GE-ს ონის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა განუცხადა, სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელთა სახელშეკრულებო ღირებულება 740 000 ლარს შეადგენს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სტომატოლოგიური კლინიკა „ეფლდენტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ და კლინიკა „ეფლდენტის“ დირექტორმა ნინო ჩიბურდანიძემ მოაწერეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით 47 მეწარმე სუბიექტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
ბიზნესმენი ლევან ვასაძე „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელებულ ვიდეოში მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გააუქმონ კაზინოები, აზარტული ონლაინ-თამაშები და ტოტალიზატორები საქართველოში, „ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, გეოგრაფიული გამონაკლისების ჩათვლით“.
„ომეგა ჯგუფის“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიის დირექტორს, გიორგი ქურდაძეს სასამართლოში კითხავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ა.ხ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გორში დააკავეს.
მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის ვადა 30 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.
დაბა ლენტეხში ქუჩების ასფალტის საფარით მოწყობა დასრულების პროცესშია. როგორც GUARDIAN.GE-ს ლენტეხის მერიაში განუცხადეს, სამუშაოებზე, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა, 311 372 ლარი დაიხარჯა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ქურდული სამყაროს წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას, რომლის მიზანია ქვეყანაში ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის საბოლოოდ აღმოფხვრა.
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელებულ ვიდეოში ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირების მიზეზებზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს დაპირისპირება „ნამდვილად არ არის პიროვნული ხასიათისა“ და სათავეს იღებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და ქვეყნის რეალური მმართველის დაშვებული შეცდომებიდან, რაც იმიგრაციის, ანტიდისკრიმანციული კანონის, ნარკოპოლიტიკის თუ არაერთი სხვა „გამანადგურებელი ჭირის“ სახით „ახრჩობს“ ქვეყანას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.