საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა.
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომლშიც საუბარია მარიხუანას კულტივირების კანონპროექტის შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეკლესიის საერთო განწყობაა, რომ მარიხუანას (კანაფის) ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზება მიუღებელია.
ქართველი ბიზნესმენი ლევან ვასაძე TV პირველის გადაცემაში „რეაქცია“ კანაფის კულტივაცია-ექსპორტის კანონპროექტს ეხმაურება.
იუსტიციის სახლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული და დევნილი მოქალაქეებისათვის ახალი სერვისი დაინერგა. დღეიდან მათ საშუალება ექნებათ, საცხოვრებელი სახლის მიღებასთან, დევნილის სტატუსსა და შემწეობასთან, ასევე, სხვა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული განცხადებები იუსტიციის სახლებში წარადგინონ და შესაბამისი სერვისი მიიღონ.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პატრიარქის თხოვნით შიმშილობა შეწყვიტა.
პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ ცესკო-ში საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიების გაყალბების შესაძლო ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი გამოეხმაურა.
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის განცხადებით, პრეზიდენტის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო, მისთვის მიუღებელია.
„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც უკვე მესამე დღეა, მღვდელმთავრები ამბიონიდან აკრიტიკებენ, ამბობს, რომ თავს უფლებას არ მისცემს, მეუფეების განცხადებები შეაფასოს.
„ნაციონალური მოძრაობა სიყალბის გზით ცდილობს დივიდენდების მიღებას“, აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ ცესკოში საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიების გაყალბების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მირზა სუბელიანისა და მერაბ მორჩაძის წინასასამართლო სხდომაზე, მირზა სუბელიანმა განაცხადა, რომ არ სურს მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეიცვალოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.