იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბაჯითში მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლა გახსნეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო წელი დაიწყო. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სკოლების მოსწავლეებს ახალი სასწავლო წელი მიულოცეს და წარმატება უსურვეს.
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლას ესტუმრა და პირველკლასელებს სწავლის დაწყება მიულოცა.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე სურაბიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს ოპოზიციაში ეხმაურებიან.
„თუ ვინ არის მოღალატე, ეს სიტყვა არ მიყვარს და არ ვხმარობ და მერიდება კიდევაც, რომ ვიხმარო მათ მიმართ, მაგრამ ვიკითხოთ ვინ არის, ვინ დაარქვა ზემო აფხაზეთი კოდორის ხეობას, ცხინვალის რეგიონი და კონფლიქტური ზონა ვინ გააფართოვა და ‘სამხრეთ ოსეთად’ ოფიციალურად მონათლა?!- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
„რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია - ეს შემიძლია უსასრულოდ გავიმეორო, მეტადრე, ჩემი ქართულით ვლაპარაკობ - ამას ვიძახი დაბადებიდან“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მისი საარჩევნო შტაბის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
„მათ იციან მხოლოდ ერთი რამე, რაც არის საბჭოთა კავშირის დანატოვარი - დასმენა, ტყუილი, შავი პიარი, მოსმენები, მუქარა და მუქარა ყოფილი პრეზიდენტის კანდიდატ პრეზიდენტის მიმართ - მე მგონი, მსოფლიოში არ გამიგია ასეთი რამ“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მისი საარჩევნო შტაბის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ვარ უდანაშაულო და გავრცელებული ჩანაწერი არის მიზანმიმართული პროვოკაცია ჩემს წინააღმდეგ, აცხადებს ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია.
„სანამ „ქართული ოცნება“ ოფიციალურად დაუჭერდა მხარს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, „კონსერვატიულმა პარტიამ“ წინასწარ დავუჭირეთ მხარი“, განაცხადა ზვიად ძიძიგურმა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას და დაამატა, რომ ისინი ძველი თანამბერძოლები არიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.