საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მომავალ კვირას დაიწყება. ირაკლი კობახიძის თქმით, მიზანი მეტად მოქნილი და ეფექტიანი სამთავრობო სისტემაა.
საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით თბილისის მერის ინიციატივას და ოპოზიიციის ბრალდებებს გამოეხმაურა.
როდესაც დგახარ ისტორიული კოლხეთის მიწაზე, წარმოუდგენელია, არ გქონდეს შეგრძნება, რამხელა წვლილი მიუძღვის ამ უძველეს კულტურას საერთო ევროპული ცივილიზაციის შექმნაში; როდესაც დგახარ ამ უძველეს მიწაზე, ამავე დროს გრძნობ, რომ დგახარ ხიდზე, რომელმაც უზრუნველყო საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის - ევროპულ ოჯახში დაბრუნების შეუქცევადობა, ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ შეხვედრა დღეს ზუგდიდის მოსახლეობასთან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება, სენატორ კორი გარდნერს შეხვდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა ხუციშვილის განცხდებით, დამტკიცდა, რომ ოპოზიციამ ცრუ განგაში ატეხა და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგით ხელმძღვანელობდა, როცა ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის საპარკინგე ტერიტორიის ერთ ლარად გადაცემას აპროტესტებდა.
პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ზუგდიდში დაანონსებულ ინიციატივებს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია „მნიშვნელოვანს და საჭიროს“ უწოდებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 ივნისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0006 პუნქტით გამყარდა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ, გონერი მეფარიშვილმა ქალაქ ვანში წმინდა ნინოს ქუჩის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს.
ოპონენტების მიერ პუშკინის სკვერთან პარკირების მოწყობაზე აგორებული მიზანმიმართული კამპანია მხოლოდ პოლიტიკური სპექტაკლი იყო, - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში უმრავლებოს წევრი ზვიად კვაჭანტირაძე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომელიც მან მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში, საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.