საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტის წარდგენას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ აქტს ძალიან დიდი მნიშვნელობა საქართველოსთვის.
ერთი მოწმის აბსტრაქტული და დაუკონკრეტებელი ჩვენების საფუძველზე დასკვნების გამოტანა და მტკიცებით ფორმაში საუბარი არ არის პასუხისმგებლიანი საქციელი, აცხადებს მამუკა მდინარაძე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე დამნაშავედ სცნო. სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი რამდენიმე წუთის წინ გახდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (28 ივნისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0018 პუნქტით გამყარდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს მოუწევთ დაამტკიცონ, რომ როდესაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქცია მისი დაკავება მოხდა, მართლსაწინააღმდეგო ქმდებას ნამდვილად სჩადიოდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 16 ივლისს, ჰელსინკში შეხვდებიან. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. ლიდერებს შორის აღნიშნულ ფორმატში შეხვედრა პირველად გაიმართება.
ფრაქცია „ევროპული საქართველოს - რეგიონების“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ მთავრობა ხარჯებს არ გაიზრდის, მცირე მთავრობის იდეის არასწორ გაგებას წარმოადგენს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის განცხადებით, საქართველოს ეკლესია, უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე, მსოფლიო პატრიარქის პოზიციას ელოდება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილი მცირე მთავრობის სტრუქტურა ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ შეამსუბუქებს და იმ პირობებში, როცა „ძალაუფლების ცენტრი არის ბიძინა ივანიშვილი“, მნიშვნელობა არ აქვს გახარია და ბახტაძე „ერთ სამუშაო კაბინეტში ისხდებიან თუ სხვადასხვა სამუშაო კაბინეტში“.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მცირე მთავრობასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის ხედვა არგუმენტირებულია. მისი თქმით, მცირე მთავრობის კონცეფცია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას გამოიწვევს და მშპ-სთან მიმართებაში, 4%-ზე დაბლა დაიწევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.