„სად არიან ის ოპოზიციონერები ხმამაღალ განცხადებებს რომ აკეთებდნენ თბილისის მერია პარკინგებს 1 ლარად ბიძინა ივანიშვილს აძლევსო?” - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად, გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა არც ერთ კომპანიას არ მიუღია.

სრულად...

„ივანიშვილის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მინისტრთა კაბინეტი არ ყოფილა წარმატებული და არ არსებობს წინაპირობა, რომ მაინცდამაინც ბახტაძის მინისტრთა კაბინეტი იყოს წარმატებული", აცხადებს „ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) პირველ საჩვენებელ სწავლებას დაესწრო. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ რეიდის ოპერაცია განახორციელა. 

სრულად...

„ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთი წევრის, მომღერალ ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, მარინა გელანტიას განცხადებით, ნოზაძე მართვითი სუნთქვის აპარატიდან უკვე მოხსნილია.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლად „ქართუს“ რეზერვი ამოეწურა და ახლა ისიც კი არ იქნება გასაკვირი „თუ „ქართუს“ მზარეულს ვიხილავთ მინისტრთა კაბინეტში“.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტრო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

სრულად...

„თითოეული ჩვენგანისთვის ემოციური დღეა - დღეს 240 ქართული ოჯახი მიიღებს ბინას, მიიღებს ადგილს, სადაც იცხოვრებს. ადგილს, საიდანაც შეძლებენ, რომ ბავშვებმა უსაფრთხოდ იარონ ბაღებსა და სკოლებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ არ შეგვიცვლის ჩვენს მთავარ გულის ტკივილს. დღეს არ არის მოსალოცი დღე, მოსალოცი გვექნება მაშინ, როდესაც აღდგება სამართლიანობა და ყველა დავუბრუნდებით ჩვენს ოჯახებს,“ მიმართა ბახტაძემ დევნილებს.

სრულად...

საქართველოს დღეს ჰყავს მეტი მეგობარი ვაშინგტონში“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრებს აშშ-ს კონგრესში გუნდი პოზიტიურად აფასებს.

სრულად...

„საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც ინიცირებული იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, უმნიშვნელოვანეს დატვირთვას ატარებს ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ უფრო აღრმავებს საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას” – აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთიერთობათა კომიტეტის წევრი გიორგი ხატიძე.

სრულად...

ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს, რომელიც დღეს ზუგდიდში მოინახულა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი